არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს კლუბში კიდევ 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
აქამდე მისი ანაზღაურება წელიწადში 30 მილიონ ევროს შეადგენდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი მწვრთნელის სტატუსს ატარებდა. განახლებული ხელშეკრულებით კი მისი ანაზღაურება 20-30%-ით დაიკლებს და 21-23 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისთვის სიმეონემ “ატლეტიკოში” მუშაობისას კლუბისთვის სარეკორდო 8 ტიტულის მოიგო, მათ შორის 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა და ამდენჯერვე ევროპალიგა დაისაკუთრა.