დიღომში ავტომობილების სახელოსნოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ BMG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ხანძრამდე ადგილზე აფეთქების ხმა ისმოდა.


























