მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე: საზღვრების გახსნისას ფრთხილად უნდა ვიყოთ

5edf51725e8d3
ინგა მურუსიძე
09.06.20 13:20
833
შესამჩნევია, რომ ძველი მისალმების წესი აღვადგინეთ: ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, გადაკოცნა - მინდა გთხოვოთ ყველას, უსაფრთხო მისალმება დავტოვოთ ისევ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვითკმაყოფილებას აცხადებს მთავარ საფრთხედ და მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს შემდგომი ადეკვატური გეგმა - ეს ასეც იქნება. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ მოვეშვით და არ მინდა თვითკმაყოფილებაში ჩავრჩეთ და პოზიტიური შედეგი ცუდი მაჩვენებლებით შემოგვიბრუნდეს.

შესამჩნევია, რომ არ ვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, ვარღვევთ ფიზიკურ დისტანციას, არ ვიყენებთ პირბადეებს ხშირად იმისთვის, რომ დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე სხვისი ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ გუშინ რეგულაცია, რომ შესრულდეს პირბადის ტარების აუცილებელი პირობა. იყო სპეკულაციები, თითქოს ავტორები არ ითვალისწინებენ მოსახლეობის დაბალ შემოსავალს. მინდა შევახსენო ყველას, სიცოცხლის დანაკარგი ბევრად ძვირია, ვიდრე 20 ლარი, რომელიც წესდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ სხვისი და საკუთარი ჯანმრთელობა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ თუკი ვინმეს ამის საშუალება არ აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ მოწყვლად ჯუფებს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ამ ინსტრუმენტთან. ასევე შესამჩნევია, რომ ძველი მისალმების წესი აღვადგინეთ: ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, გადაკოცნა - მინდა გთხოვოთ ყველას, უფრო გულწრფელი და უსაფრთხო მისალმება დავტოვოთ ისევ და საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ თავს და არც სხვებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ის გამოეხმაურა საზღვრების გახსნის მოლოდინს და თქვა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

"ტურიზმის სექტორი, მისი მომხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვრების გახსნაზე, მით უმეტეს იმ გეოგრაფიულ რეალობაში, როცა საკმაოდ დაბინძურებულია ეპიდემიოლოგიურად არაერთი ქვეყანა და არა მხოლოდ სამეზობლოში", - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დიმიტრი ხუნდაძე და ანრი ოხანაშვილი გამოდიან ინიციატივით, რომ თუ მოქალაქე დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეს არ ატარებს, დაჯარიმდეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები