საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი სტატისტიკა გამოვლინდა. დინამოს აკადემიას ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
საქმე იმაშია, რომ ისეთი ფეხბურთელების რაოდენობამ, რომლებსაც დინამოს აკადემია აქვთ გამოვლილი და ახლა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობენ, ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობის 54% შეადგინა. ეს შედეგი კი, ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია.
საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:
დინამო თბილისი - 54%
დონეცკის შახტარი (უკრაინა) - 42%
ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო) - 32%
პარტიზანი (სერბეთი) - 32%
აიაქსი (ნიდერლანდები) - 30%
დინამოს აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობენ არიან: გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩებს გასვლაზე კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ, შესაბამისად 17 და 20 ივნისს გამართავს.
(რ)