დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის განმარტებას უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ-ჯერობით არ ყოფილა და ვერ იტყვის რა ტიპის შეზღუდვაზეა საუბარი და რამდენ ადამიანს დაუწესდა.
"ამ შეთანხმებას აქვს შეჩერების/გაუქმების ძალიან კონკრეტული პირობები, ამიტომ უნდა დაველოდოთ რა სამართლებრივ საფუძველს თუ განმარტებას მისცემს ამას ევროკომისია. აღსრულება ჯერ არ არის, რადგან ამას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლის მომზადება და ეს ევროკომისიას დაევალება. ვნახოთ, როგორი იქნება სამართლებრივი საფუძველი. უნდა დაველოდოთ განმარტებას, რასაც ევროკომისიისგან მივიღებთ და მერე შეგვიძლია მასზე საუბარი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის: ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაევალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.