მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დისტანციური სწავლება შეგვიძლია ექსპორტზე გავიტანოთ, თუმცა, ეს ვერ ხერხდება” - UG სკოლა

60be4cd858048
ლიკა გურაბანიძე
08.06.21 00:00
1230

“თუ საქართველოში უნივერსიტეტი ბრიტანულ დიპლომს გასცემს ჩინეთის მოქალაქეზე, რომელიც საქართველოში არ არის, ეს დისტანციურ სწავლებას ნიშნავს, რაც მსოფლიო პრაქტიკაა და მეტიც პირდაპირი ბიზნესია, რომელიც შეგვიძლია ექსპორტზე გავიტანოთ. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენება არ ხდება,” - განაცხადა “საქმიან დილაში” “UG სკოლის” ადმინისტრაციის უფროსმა თინათინ თოფურიამ.

მისივე განმარტებით, ამ მეთოდოლოგიის გამოყენება კანონში ჩადებული კონკრეტული მუხლის გამო ვერ ხდება.

“რადგან კანონში კონკრეტული მუხლია ჩადებული, რომელიც ამბობს, რომ დისტანციური სწავლება არის მხოლოდ საქართველოს საზღვრებში სწავლება და არა მის ფარგლებს გარეთ. ამ მუხლის ამოღება დიდი ხანია ვერ მოხდა და ამით არეალი შეიზღუდა.” - აღნიშნა თოფურიამ.

თოფურიამ გადაცემაში ახალი სკოლის მოდელზე და მის სარგებლიანობაზეც ისაუბრა.

“ახალი სკოლის მოდელი შემოდის, რომელზეც სამინისტრო მუშაობს და დიდი იმედით ველოდებით. ეს სიახლეა, რომელიც სკოლას თავისუფლებას აძლევს, რომ სახელმძღვანელოები სრულად გამოიყენოს. ამ პროექტს საჯარო და კერძო სკოლები ერთნაირად მოერგებიან. მე, როგორც კერძო სკოლის წარმომადგენელი ვიტყვი იმას, რომ ჩვენ ახალი სკოლის მოდელით ამოვისუნთქებთ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სკოლას სთხოვენ კონკრეტული მიზნების დაკმაყოფილებას და მეთოდოლოგიაში თავისუფლებას გვაძლევენ, რაც აბსოლუტურად მისაღებია", - განაცხადა თინათინ თოფურიამ.

“UG სკოლის” ადმინისტრაციის უფროსის თქმითვე, 2021 წელს კერძო სკოლებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ამას კონკრეტული მიზეზით ვერ ხსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები