„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკული დოლარი მოსალოდნელზე მყარია, თუმცა საშუალოვადიანი ინდიკატორების მის შესუსტებაზე მიუთითებს.
„საერთაშორისო დინამიკის მხრივ, აშშ დოლარი ბოლო დროს მოსალოდნელზე მყარი აღმოჩნდა, თუმცა, საშუალოვადიანი ინდიკატორები კვლავ დოლარის შესუსტებაზე მიუთითებს.
ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია, თუმცა, რომ განვმეორდეთ, თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას“, - წერია ანგარიშში.




























