მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დომუსის“ ვაკის პროექტში ფასი კვ.მ-ზე 5000$-ს აღწევს

64075bfd99d96
თათია ჩაფიჩაძე
11.03.23 21:40
6896
კომპანია „დომუსის“ მმართველი პარტნიორის გიორგი გიორგაძის განცხადებით, ვაკეში არსებულ მათ პროექტში კვ.მ-ზე ფასი 3500-დან 5000 $-მდე გაიზარდა. როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას გიორგაძემ აღნიშნა მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს.

ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვების წილი 5-6%-ს არ სცდება.

„წელს ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია და უძრავი ქონების სექტორი მზარდია. ჩვენი პროდუქტები რომელიც ახლა გვაქვს წარდგენილი ფასებმა ისე მოიმატა, რომ თვითონ ფასის ჭერის ზევით იყიდება. ფასის ჭერი დღეს 5 000$-მდეა ვაკის რაიონში რადგანაც ჩვენ ნიშურ პროდუქტებს ვქმნით. მანამდე 3000-3500$-ს ვამბობდით რომ მაღალი ფასი იყო და დღეს მშენებარეშია 3 700$-მდე და დასრულებულში 4500-5000$.

სამი ფაქტორია რამაც ფასი გაზარდა, ერთი რომ მიწოდება შემცირებულია. არსებულმა რეგულაციებმა და განვითარების გენერალურმა გეგმამ შეამცირა ცენტრალურ უბნებში ახალი პროდუქტების მიწოდება, მეორე ბევრი ადამიანი, შემოვიდა ქვეყანაში, რუსების და უკრაინელების გარდა ასვე ბევრი დაბრუნდა ქართველებიც, რომლებმაც დიდი რესურსი შემოიტანეს და ასევე რა თქმა უნდა სამშენებლო მასალებზე გაიზარდა ფასები.

უცხოელების წილი გაყიდვებში 5-6%-ია, ძირითადად არიან მაღალ შემოსავლიანი მომხმარებლები, თუმცა საშუალო სეგმენტშიც გვაქვს ახალი პროდუქტი და ფაქტიურად ვერ ვასწრებთ მომსახურებას იმდენად დიდი მოთხოვნაა.

პანდემიის შემდეგ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და აქტიურად ვმუშაობთ უბნების განვითარების კონცეფციაზე. ამჟამად გვაქვს რამდენიმე კვლევა დაკვეთილი და დღეს უკვე ვხედავთ შესაძლებლობას რომ შევთავაზოთ მომხმარებლებს უბნის კონცეფციები, დაბალი განაშენიანება. რა თქმა უნდა ჩვენი თვითღირებულებიდან გამომდინარე ვიყენეთ ევროპული სტანდარტების სისტემებს, მწვანე არქიტექტურის შენობებია, ენერგოეფექტური და მისი ღირებულება მაღალია, თუმცა ამით ვაუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, ერთ ძალიან დიდ პროექტს ვიწყებთ თბილისში, საუბარია 45-50$ მლნ-ის ინვესტიციაზე და ეს იქნება თბილისში, ასევე რეგიონებზეც დავიწყეთ მუშაობა. მწვანე კონცხზე ვმუშაობდით ძალიან კარგ პროექტზე თუმცა გავჩერდით პანდემიის შემდეგ. ახლა ვფიქრობთ კახეთის მხარეზეც, დასვლეთ საქართველოსაც მოვიცავთ. გონიოში გვაქვს მიწა და ვფიქრობთ ამ მიწაზეც დავიწყებთ პროექტის მშენებლობას.“ - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები