ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატი დონალდ ტრამპი მინიმუმ 20 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივებს ფლობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის პორტფელი, ძირითადად, არა ბიტკოინის ან ეთერიუმისგან არის შემდგარი, არამედ ის ე.წ. მიმკოინების მფლობელია, მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობით ვხედავთ MAGA Coin-ს და Trog-ს. ორივე მათგანი უშუალოდ ტრამპის პერსონას და მის მიერ გამოშვებულ NFT-კოლექციას უკავშირდება, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული პორტფელი ის არის, რომელსაც ტრამპი თავად ასაჯაროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, შესაძლოა, მას გაცილებით მეტი კრიპტოაქტივი ჰქონდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის აქტივებისა და გადასახადების გადამალვაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ.
ამჟამინდელი მონაცემებით, ტრამპის ქონების შეფასება 8 მილიარდ დოლარს აღწევს და ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მდიდარი საპრეზიდენტო კანდიდატია.