სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, ლი ჯე-მიუნგი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადება. ვიზიტი მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე პრეზიდენტმა რეზიდენციაში ქვეყნის წამყვანი კომპანიების - Samsung-ის, SK-ს, LG-ს, Hyundai-სა და Hanwha-ს ხელმძღვანელები მიიწვია.
როგორც ირკვევა, ლი ჯე-მიუნგის შეხვედრის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტისთვის უმნიშვნელოვანესია, პირადად მოისმინოს შესაძლო საინვესტიციო ინიციატივები სამხრეთკორეული კორპორაციებისგან.
ეკონომისტების შეფასებით, 25 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარების მომავალი მიმართულებებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს.
ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ სეულსა და ვაშინგტონს შორის გაფორმდა სავაჭრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამხრეთკორეულ პროდუქციას 15%-იანი ტარიფები დაუწესდა. სანაცვლოდ, სეულმა ამერიკის ეკონომიკაში $350 მილიარდის ინვესტირება განახორციელა, საიდანაც $150 მილიარდი ამერიკულ გემთმშენებლობის განვითარებას მოხმარდება.




























