აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ X-ზე დაბრუნდა. მან ანონსი გამოაქვეყნა, რომ მას ილონ მასკთან ინტერვიუ ექნება.
"ისიამოვნეთ", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. მისივე ცნობით, ინტერვიუს პირდაპირი ეთერი X-ზე იქნება.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპის ანგარიში, რომელსაც 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, 2021 წლის 8 იანვარს ძალადობის წაქეზების ბრალდებით აიკრძალა, თუმცა ილონ მასკმა, რომელმაც 2022 წელს სოციალური ქსელი იყიდა, ტრამპის ანგარიში აღადგინა. სანაცვლოდ, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელს, Truth Social-ს იყენებდა.