მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა

ილონ მასკი / დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ.

დეპარტამენტი ჯერ არ არსებობს და ტრამპის თქმით, მასზე მუშაობა არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისს დასრულდება. [აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის 250 წლისთავი]

შოკის მომგვრელი მათთვის, ვინც სამთავრობო რესურსების ფლანგვშია ჩართული - ასეთია, ტრამპის ანონსი ახალ დეპარტამენტთან დაკავშირებით.

„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ.

მცირე მთავრობა, მეტი ეფექტურობითა და ნაკლები ბიუროკრატიით, იქნება შესანიშნავი საჩუქარი ამერიკისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლისთავზე. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას მიაღწევენ! ”- განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.

დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად პიტ ჰეგსეტი დაასახელა. ჰეგსეტი „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანია. მანამდე ჰეგსეტი კენჭს იყრიდა მინესოტის შტატში სენატის წევრობისთვის.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორის თანამდებობაზე კი, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები