აშშ_ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო დაასახელოს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ტელეკომპანიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, სენატორს ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად აირჩევს. წყაროების ცნობით, ტრამპმა ფლორიდის „რესპუბლიკელ“ დეპუტატს მაიკ უოლტსს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის პოსტი შესთავაზა.
გამოცემა წერს, რომ მასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ასევე განიხილავდა რიჩარდ გრენელს, რომელიც 2018-2020 წლებში იყო აშშ-ის ელჩი გერმანიაში, თუმცა კონსულტაციების შემდეგ არჩეულმა პრეზიდენტმა აზრი შეიცვალა და მარკ რუბიო აირჩია.