მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს - ღარიბაშვილი

621478503794c
ინგა მურუსიძე
22.02.22 09:40
450
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს.

“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ
მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები