მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორებისგან მისაღები $1.5 მილიარდიდან $800 მლნ გადმორიცხულია

5f9a82b6f3902
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.20 15:50
1550
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეკორდულ - $2.3 მილიარდი დოლარის ახალ საგარეო ვალს იღებს, აქედან $1.5 მილიარდი დოლარი COVID-19-ის მიერ შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბიუჯეტის დახმარებისკენ არის მიმართული. 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ დეპუტატ რომან გოცირიძისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ $1.5 მილიარდი დოლარიდან, რაც საბიუჯეტო დახმარებას მოიცავს, საქართველოში $800 მილიონ დოლარამდე უკვე გადმორიცხულია. 

"ახალი კორონავირუსის COVID-19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მობილიზებულ იქნა შემდეგი თანხები:

1) უკვე ჩამორიცხულია დაახლოებით 517 მლნ ევრო და 200 მლნ აშშ დოლარი;
2) გაგზავნილია მოთხოვნები თანხების ჩამოსარიცხად 360 მლნ ევროზე, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ჩამოირიცხოს;
3) მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები 430 მლნ აშშ დოლარზე,"- ნათქვამია ფინანსთა მინისტრის პასუხში. 

ბიუჯეტის თანახმად, 2020 წელს მთავრობა შემდეგ ვალებს იღებს:

● საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 300 მილიონი ლარის ოდენობით;
● განვითარების პოლიტიკის ოპერაციის (DPO-2019) პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 156 მილიონი ლარის ოდენობით;
● ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების (MFA) პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 66 მილიონი ლარის ოდენობით;
● საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 390 მილიონი ლარის ოდენობით;
● საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი-PBL II) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 192 მილიონი ლარის ოდენობით;
● საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი-PBL III) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 297 მილიონი ლარის ოდენობით;
● სოციალური კეთილდღეობის პროგრამა - ფაზა III -ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 225 მილიონი ლარის ოდენობით;
● COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 300 მილიონი ლარის ოდენობით;
● EFF გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში ( COVID-19 პანდემია) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) მისაღები სახსრები - 603 მილიონი ლარის ოდენობით;
● ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მატრიცის (სოციალური დაცვა) პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 600 მილიონი ლარის ოდენობით;
● დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 120 მილიონი ლარის ოდენობით;
● დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 240 მილიონი ლარის ოდენობით;
● განვითარების პოლიტიკის ღონისძიება ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისთვის პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 150 მილიონი ლარის ოდენობით;
● განვითარების პოლიტიკის ღონისძიების დამატებითი მხარდაჭერა/დაფინანსება პროექტის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 585 მილიონი ლარის ოდენობით;
● მაკროფინანსური დახმარების (MFA) IV პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 240 მილიონი ლარის ოდენობით;
● ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის პროგრამის - (COVID-19 კრიზისის შემსუბუქება) ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან AIIB მისაღები სახსრები - 150 მილიონი ლარის ოდენობით;
● COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან AIIB მისაღები სახსრები - 300 მილიონი ლარის ოდენობით;
● COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 240 მილიონი ლარის ოდენობით.

ამ კრედიტების ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი 21.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ცალკეული კრედიტორების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს საგარეო ვალის ნაშთი ამგვარი იქნება:

საქართველოს მთავრობის საგარეო ვალის სტრუქტურა 2020 წლის დეკემბერში (პროგნოზი):

1. მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WB) - 5,772,592,000 ლარი;
2. აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 5,331,582,000 ლარი;
3. გერმანია - 1,975,319,000 ლარი;
4. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 1,966,607,000 ლარი;
5. საფრანგეთი - 1,563,433,000 ლარი;
6. ევრობონდები - 1,492,050,000 ლარი;
7. იაპონია - 614,688,000 ლარი;
8. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 603,394,000 ლარი;
9. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 523,398,000 ლარი;
10. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 506,682,000 ლარი;
11. ევროკავშირი (EU) - 444,513,000 ლარი;
12. რუსეთი - 120,720,000 ლარი;
13. ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 104,465,000 ლარი;
14. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 99,987,000 ლარი;
15. ავსტრია - 52,235,000 ლარი;
16. ამერიკა - 46,296,000 ლარი;
17. კუვეიტი - 34,330,000 ლარი;
18. თურქეთი - 31,681,000 ლარი;
19. ყაზახეთი - 26,201,000 ლარი;
20. აზერბაიჯანი - 16,386,000 ლარი;
21. სომხეთი - 16,369,000 ლარი;
22. ირანი - 12,277,000 ლარი;
23. გარემოს დაცვის სკანდინავიური საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 5,315,000 ლარი;
24. ჩინეთი - 2,515,000 ლარი;
25. ნიდერლანდები - 1,067,000 ლარი;
26. თურქმენეთი - 630,000 ლარი;
27. უზბეკეთი - 154,000 ლარი;
28. უკრაინა - 141,000 ლარი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები