მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dota 2-ის უდიდესი ტურნირი TI12 იწყება

dota 2 international

კიბერსპორტში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ტურნირი The International-ია, თუმცა წელს საპრიზო ფონდი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

Dota 2-ში ერთ-ერთი უმთავრესი ტურნირი TI12-ი იწყება, რომელიც 2018 წლის შემდეგ პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარდება. 

ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს 20 საუკეთესო გუნდი მიიღებს. შეჯიბრება ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყება, მეორე ფაზაში კი საუკეთესო 16 გუნდი გადავა, ხოლო მთავარი ორთაბრძოლები 20 ოქტომბრიდან დაიწყება. მატჩები სიეტლში, Valve-ს შტაბ-ბინასთან ახლოს ჩატარდება. 

ტურნირი Climate Pledge Arena-ზე გაიმართება, რომელიც 18300 მაყურებელს იტევს, სადაც უმეტესწილად კალათბურთისა და ჰოკეის მატჩები იმართება ხოლმე.

გასულ წელს სინგაპურში ჩატარებული ჩემპიონატი Tundra Esports-მა მოიგო და ორგანიზაციამ ამ ტიტულით 8,5 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, წლევანდელი ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი კი მხოლოდ 3 მილიონ დოლარს შეადგენს. 

The International-ის საპრიზო ფონდის შემცირება, საქმიდან ორგანიზაცია Battle Pass-ის გასვლით აიხსნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტს ადგენდა. წელს კი VALVE-მ სისტემა Compendium-ით შეცვალა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, და ეს ყველაფერი ცუდად ჩემპიონატზეც აისახა. 
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ტურნირის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება.