მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

კობახიძე ამბობს, რომ ე.წ გამჭვირვალობის კანონის შემოღება არასამთავრობოების გაევროპულებისთვისაა აუცილებელი.

"არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს", - წერს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ "რუსული კანონის" დაინიცირება თავიდან დღეს დაანონსა , თუმცა პარლამენტში კანონპროექტი ამ დრომდე არ შესულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები