მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დროა, თბილისმა თავისი სუბორდინებული ბონდები გამოუშვას - გახარია

613700263e975
თელარა გელანტია
07.09.21 09:59
1147
თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისში საჯარო ტრანსპორტის უფასოს გახდის მანამ, სანამ ქალაქის მეტროს განვითარების სქემა სრულად არ შესრულდება.

როგორც მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში თქვა, პარტიას მზად აქვს თბილისის მეტროს დიდ დიღომთან, ლილოსა და ქალაქ რუსთავთან დაკავშირების გეგმა, საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფის გეგმით და ამ პროგრამას მოსახლეობას დეტალურად წარუდგენენ.

„სანამ თბილისის მეტროს განვითარების სქემა სრულად არ იქნება ათვისებული, ჩვენ თუ გვინდა ჩვენი მოქალაქეები გადმოვსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო, სანამ მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება დალაგებული. ამასთან, ერთად გვჭირდება შესაბამისი თანამედროვე ავტობუსების საჭირო რაოდენობა - 300 კი არა 900 !“ - ამბობს გიორგი გახარია.

ამასთან, მისივე თქმით, თუ გვინდა მოქალაქეები გადმოვსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ის უნდა იყოს უფასო, ვიდრე მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ დალაგდება.

„მეტრო არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზარდოს. მეტრო ახლა მიგდებული გვაქვს. ჩვენ დიდ დიღომს მიმართულებით , ლილოს მიმართულებით და რუსთავის მიმართულებით თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურულად განვითარების გეგმა გვაქვს. მესმის, რომ ეს ძვირია, მაგრამ ამის დაფინანსების წყაროების მოძიებაც შესაძლებელი კი არა - ამის პროგრამა უკვე გვაქვს! და გეტყვით როგორ - თბილისი ეკონომიკურად თვითკმარი ქალაქია და უკვე დროა თბილისმა თავისი სუბორდინებული ბონდები გამოუშვას. ეს არის თბილისის მომავალი ჩარჩო, რა თქმა უნდა, დეტალურად ეს ყველაფერი მზად გვაქვს და ჩვენს მოქალქეებს წარვუდგენთ“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები