მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დრონების შეტევის გამო, მსხვილ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობა შეჩერდა

კირიში

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კირიშში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, კვირას მომხდარი უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, მუშაობა შეჩერდა.

„კირიშნეფტეორგსინტეზმა“ გასულ წელს ჯამშ 17.5 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა, რაც რუსეთის მთლიანი ნავთობგადამმუშავებელი მოცულობის 6.6%-ს შეადგენს.

საწარმოს წლიური გამოშვება 2 მილიონ ტონა ბენზინს, 7.1 მილიონი ტონა დიზელს, 6.1 მილიონი ტონა მაზუთს და 600,000 ტონა ბიტუმს შეადგენს. როდის აღდგება საწარმოს საქმიანობა, ამ ეტაპზე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ინტენსივობას, რათა ქვეყანას საბიუჯეტო შემოსავალი შეუმციროს და ამ გზით ომის დაფინანსება შეუზღუდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები