მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დსთ-სთან ვაჭრობა $7 მილიარდს აჭარბებს - რომელია TOP ექსპორტიორი/იმპორტიორი კომპანიები?

დსთ

საქსტატის 11 თვის მონაცემებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანების (დსთ) ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 7.1 მლრდ აშშ დოლარია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 6.4%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, დსთ-სთან სავაჭრო ბრუნვა მზარდია, ისტორიულ მაქსიმუმს, 7.3 მლრდ აშშ დოლარს კი 2023 წელს მიაღწია.

ექსპორტი დსთ-ში

დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის დიდი ნაწილი, 4.1 მლრდ აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის. ქვეყნის მთლიან ექსპორტში კი გაერთიანების წილი 68.9%-მდეა გაზრდილი, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 65.6%-დან.

ექსპორტის მაჩვენებელი წლიურად 13%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ კონკრეტულ საქონელზე, ავტომობილებზე მოდის, რომელიც რეექსპორტს წარმოადგენს. უფრო დეტალურად, TOP 5 საექსპორტო საქონელი ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - $2.2 მლრდ;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $237.5 მლნ;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $207.5 მლნ;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $135.6 მლნ;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $121.6 მლნ.

BMG-მ დსთ-ში უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 ექსპორტიორი კომპანია იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს ლომისი
  • შპს ბი თუ ბი
  • შპს თბ ექს
  • შპს კ და ქართული სპირტი
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს უნიონ ექსპორტი 2024
  • შპს ჯეი თი აი კავკასუს
  • შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

იმპორტი დსთ-დან

საქართველოს ჯამურ იმპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 19.5%-ია, რაც ჩამორჩება გასული წლის იანვარ-ნოემბერში დაფიქსირებულ 21.3%-იან მაჩვენებელს.

11 თვეში იმპორტმა 2.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

TOP 5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $672.4 მლნ;
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $358 მლნ;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $117.8 მლნ;
  • ხორბალი და მესლინი - $69.6 მლნ;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $62.2.

BMG-მ დსთ-დან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 იმპორტიორი იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • შპს Caucasian Metals Terminal
  • შპს SPG თრეიდინგი
  • შპს ლაგუნა
  • შპს პიემ მეტალ
  • შპს რეპსოლი
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შპს ჯორჯიან ეარვეისი
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები