დუბაის საამიროს ხელისუფლება ახალ მრავალმილიარდიან საინვესტიციო ფონდს აფუძნებს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფულს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებსა და პროექტებში დააფუძნებს.
Dubai Investment Fund - ასე ჰქვია არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე უხვმოსახლიანი საამიროს ახალ ფინანსურ წამოწყებას, რომელსაც, ინვესტირებასთან ერთად, კომპანიებისა და შვილობილი საინვესტიციო ფონდების დაფუძნების და კომპანიების შესყიდვისა და შერწყმის მანდატი ექნება. საინვესტიციოდ, ახალი ფონდი, ძირითადად, საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციებს, ობლიგაციებსა და სახელმწიფო ბონდებს აირჩევს.
ამ ეტაპზე, ახალი ფონდი უკვე ფლობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპანიის წილს, ესენია: არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქის ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგებაზე პასუხისმგებელი DEWA, ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია Salik Co და დუბაიში ტაქსების ლიცენზიის მფლობელი Dubai Taxi Co. სამივე ამ კომპანიის წილები ფონდმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამის ფარგლებში შედგა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და რომლის ფარგლებში ათი სახელმწიფო კომპანიის გასხვისება არის დაგეგმილი.
კონკრეტულად რა მოცულობის აქტივებს ფლობს “დუბაის საინვესტიციო ფონდი”, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ მხოლოდ ის წილი, რომელსაც ფონდი DEWA-ში ფლობს, დაახლოებით $28 მილიარდადაა შეფასებული. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ახალ ფონდს დუბაის საამიროს მმართველის მოადგილე, შეიხ მაქტუმ ბინ მუჰამედი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების შექმნის პრაქტიკა არაბული სახელმწიფოებისთვის ახალი არ არის, მეტიც - დუბაიში უკვე ვხვდებით “დუბაის საინვესტიციო კორპორაციას”, რომელიც, თავის წილ, Emirates Group-ის მფლობელია, ხოლო თავად ფონდს დუბაის ერთპიროვნული მმართველი, შეიხ ჰამდან ბინ მუჰამედ ელ-მაქტუმი უძღვება.
მსგავს ფონდებს არაბთა გაერთიანებული საამიროების სხვა საამიროებშიც ვხვდებით. აბუ-დაბიში, მაგალითად, სამი ასეთი ფონდია, ესენია - ADIA, Mubadala Investment Co. და ADQ. ასეთ ორგანიზაციებს საუდის არაბეთსა და კატარშიც შევხვდებით.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.