[წერილზე] არ უპასუხნიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია, - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიღო თუ არა "ოცნების" მთავრობამ პასუხი ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე.
ეს "ქართული ოცნებისთვის" ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რიგით მეორე უპასუხო წერილია. კობახიძემ მეორე წერილში დაწერა, რომ გაგზავნა წერილი, რომელზედაც პასუხი არ მიუღია.
"რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია" - წერდა კობახიძე 13 მაისს.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართავს.
ირაკლი კობახიძე MEGOBARI აქტს აბსურდულს უწოდებს, სანქციებს გომელაურის და "ოცნების" სხვა წევრების მიმართ გაუგებარს.
სანქციები გაუგებარია, MEGOBARI აქტი აბსურდული - რას სწერს კობახიძე აშშ-ის ხელისუფლებას?




























