მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუროვის განცხადებით, Telegram ზოგიერთი მომხმარებლის პირად მონაცემებს სამართალდამცველებს მაინც გადასცემს

telegram

შეტყობინებების აპლიკაცია Telegram აცხადებს, რომ კომპანია მომხმარებლის IP მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს სამართალდამცავ უწყებებს მაინც გადასცემს იმ შემთხვევაში, თუ მათ ძებნის შესაბამისი ორდერი ან სხვა ლეგალური დოკუმენტი ექნებათ.

Telegram-ის CEO-მ, პაველ დუროვმა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების განახლება პლატფორმაზე მოქმედ კრიმინალებს შეუშლის ხელს.

"მიუხედავად იმისა, რომ Telegram-ის მომხმარებელთა 99.999% უდანაშაულოა, ის 0.0001%, რომლებიც უკანონო საქმიანობაში არიან ჩართული, მთელ პლატფორმას უქმნიან ცუდ იმიჯს და მილიარდობით მომხმარებლის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებენ", - წერს დუროვი.

შეგახსენებთ, რომ რუსი წარმომავლობის დუროვი საფრანგეთში გასულ თვეს დააკავეს. Telegram-ის დამფუძნებელს ბრალად ედებოდა პლატფორმის საშუალებით უკანონო ქმედებების, მათ შორის ძალადობისა და ნარკოდანაშაულის დაგეგმვისთვის ხელშეუშლელობა. მაშინ პაველ დუროვი აცხადებდა, რომ პლატფორმის საშუალებით გარეშე პირების მიერ დაგეგმილი კრიმინალური აქტივობის გამო თავად არ უნდა დასჯილიყო და, შესაბამისად, დანაშაულს არ აღიარებდა.

რატომ დააკავეს Telegram-ის მილიარდერი დამფუძნებელი?

დუროვი საპატიმროდან €5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, მას საფრანგეთის დატოვება აეკრძალა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები