მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძაღლის და კატის საკვების წარმოება ადგილობრივ მოთხოვნას აღემატება - სად გაყიდის “ნუტრიმაქსი” პროდუქტს?

6499548ece704
ინგა მურუსიძე
02.07.23 09:30
1127
ცხოველთა და ფრინველთა საკვების დამამზადებელი საწარმო „ნუტრიმაქსი“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ახალი საწარმო გახსნა, არაერთ ქვეყანაში აპირებს გასვლას ექსპორტზე. როგორც კომპანიის დირექტორმა, ბექა ბექაიამ BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას განაცხადა, უკვე სომხეთში, აზერბაიჯანსა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ფრაგმენტულად არიან წარმოდგენილი.

„საქართველო არ არის ჩვენი სამიზნე ბაზარი. საქართველოს მთლიანი ბაზარი ძაღლის და კატის მშრალი საკვების არის ალბათ 15-18 ათასი ტონა დაახლოებით, ხოლო ჩვენი წარმადობა არის 25 000 ტონა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ საქართველოს ბაზრის 100% ავიღოთ, ეს შეუძლებელია და არც არის სასურველი. ზოგადად, ვცდილობთ, რომ საქართველოში არ ჩავიკეტოთ.

პირველ საწარმოში ჩვენ ვამზადებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტს ცხოველებისა და ფრინველისთვის. წარმოებული პროდუქციის 60%-ს ვყიდით საქართველოში, დანარჩენი გადის ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში. გვაქვს ფრაგმენტული გაყიდვები აფრიკაში. მეორე საწარმოს შემთხვევაში სიტუაცია იცვლება, რთული პროდუქტია საწარმოებლად. ამ შემთხვევაში იზრდება ჩვენი კონკურენტუნარიანობა, ვეცდებით გასვლას უფრო შორეულ ბაზრებზე - რუანდა, ტანზანია, ეთიოპია, კენია, ნიგერია, განა, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - რუმინეთი, ბულგარეთი. ყველგან რაღაც აქტივობა მიდის ჩვენი მხრიდან, უზბეკეთში თანამშრომელი გვაქვს, პოტენციური პარტნიორებიც გვყავს, ისრაელთან გვაქვს ასევე მოლაპარაკება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქტი იქნება რთული, დეფიციტურია და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ შორს გავა ჩვენი პროდუქტი“, - განაცხადა ბექა ბექაიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, რუსეთს საექსპორტო ბაზრად არ განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები