მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ, კონკურენტული ანაზღაურება გვქონდეს... კადრების გადინება არ გვაქვს - "ნუტრიმაქსი"

649fd2c9b7d3d
ინგა მურუსიძე
01.07.23 11:40
1537
ამ დროისთვის 150 ადამიანს ვასაქმებთ, სწრაფად ვიზრდებით და პრობლემები რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს თანამშრომლების შერჩევის დროს, - ამის შესახებ ცხოველთა კვების კომპანია „ნუტრიმაქსის“ დირექტორმა ბექა ბექაიამ #რედაქტ2-ში სტუმრობისას ისაუბრა.

„გაჭირვებით, მაგრამ რაღაცნაირად ვუმკლავდებით ამ სიტუაციას. ვისურვებდი, რომ უკეთესი ვითარება იყოს. ანაზღაურებაც არის ალბათ განმაპირობებელი, თუმცა ისეთ სპეციფიურ პროფესიებში, როგორი მოთხოვნაც არის ჩვენთან, მაგალითად უცხო ენების ცოდნა, კვების ტექნოლოგი - შედარებით გვიჭირს, თუმცა ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს აგრარული უნივერსიტეტიდან. კადრების გადინება დიდი არ გვაქვს, ადამიანებს მოსწონთ ჩვენთან მუშაობა. ანაზღაურებას რაც შეეხება, ვცდილობთ, რომ საქართველოს პირობებში კონკურენტული იყოს. შეიძლება ვერ იყოს კონკურენტული მაგალითად ქოლცენტრთან, ბევრი ინგლისურენოვანი ადამიანი წაიყვანეს და დაასაქმეს“, - განაცხადა ბექაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები