კონკრეტული NGO-ები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა და მსგავსი ტიპის ნებისმიერი სხვა ქმედება.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ფაქტი, ნებისმიერი ასეთი[ძალადობრივი] აქტი. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი და არა ორმაგი სტანდარტები, ეს არის პრობლემა, როდესაც კონკრეტული NGO-ები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო და ა.შ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, როცა საქმე ეხება ძალადობის, თუ მსგავსი ტიპის სხვა ქმედებების დაგმობას. კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება. თქვენ დაგმეთ ყველა მიმართულებით ძალადობაც და ნებისმიერი ტიპის ბულინგიც, ორივე მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.