საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. რუსული კანონი დონორებსაც დააზღვევს.
პრემიერ-მინისტრმა დღეს „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ არასამთავრობოებს აქვთ ცდუნება, მიღებული თანხები არამიზნობრივად გამოიყენოს და კანონის მიღების შემდეგ სწორედ ამისგან იქნებიან დაზღვეული დონორები.
„საბოლოო ჯამში ეს კანონი დააზღვევს, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტს, ასევე დონორებსაც. რადგან როცა დაფინანსება გაუმჭვირვალეა, ძალიან დიდია ცდუნება NGO-ებში, რომ მათ არასწორად წარმართონ საკუთარი საქმიანობა. ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უხერხულობას უქმნის დონორებს. ეს კანონი დააზღვევს დონორებს... ჩვენ გვესმის, რომ მათ არ უხარიათ ფინანსების გამჭვირვალობა, მაგრამ ეს მათთვისაც აუცილებელია. ამ შემთხვევაში მოიკლებს ცდუნება, რომ დონორებმა დააფინანსონ არასწორი ქმედებები და ორგანიზაციებმაც მათი დაფინანსებით განახორციელონ არასწორი ქმედებები, მაგალითად, წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, სცადონ რევოლუციის მოწყობა და ა.შ.“, - თქვა კობახიძემ