მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”

6074b1a3d09ce
ინგა მურუსიძე
13.04.21 00:21
20939
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”, - ამის შესახებ კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გეგმავს, რომ სამინისტროში ხელფასები გაზარდოს, რადგან ვინმეს არ ეგონოს, რომ „მაჩანჩალა სისტემაა“.

„მე არ ვიცი, რამდენი უნდა იყოს ჩვენთან მინიმალური ხელფასი, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა დავასახელო, მაგრამ ამას არ ვიზამ, რადგან კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი წარუმატებელი სსიპ-ის ხელმძღვანელს ხელფასი აქვს 5000 ლარზე მეტი, ხოლო ჩუბინაშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ხელფასი აქვს 700 ლარი. ჩვენ მას ვთხოვთ, რომ მეცნიერული კვლევითი საქმიანობა ფართოდ გაზარდოს. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, როცა სსიპ-ებს შორის ასეთი განსხვავებაა“, - განაცხადა წულუკიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები