მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალიან ცუდია, როცა მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან - კახა კალაძე ბაჩიაშვილის ცემაზე

ბაჩიაშვილი კალაძე

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილზე სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და საკითხს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„გუშინ პენიტენციური სამსახურის განცხადება მოვისმინე. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ეს ძალიან მძიმეა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა,“ — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ციხეში მომხდარი ინციდენტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე „ყველანაირი პოლიტიკური სპეკულაცია შეიძლება“.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელია, ამჟამად გლდანის N8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. მისი განცხადებით, 11 ივლისს მასზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. ბაჩიაშვილი წერს, რომ თავდასხმამდე, 3 დღით ადრე 8 ივლისს, დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა ის ცალკე დაიბარა და „მეგობრულად ურჩია“, ბიძინა ივანიშვილს მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ბირჟების ბრუნვები და სხვა ფინანსური მონაცემები მიეწოდებინა.

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება უკვე განხორციელდა ფაქტი კი 2 მსჯავრდებულს შორის დაპირისპირებაა...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები