მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი სიცხის გამო, ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა

ეიფელი

საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა. როგორც BBC წერს, ლუვრის მუზეუმმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია, განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით დაკეტილი იქნება.

კერძოდ, ლუვრის მუზეუმის განცხადებით, მისი ისტორიული შენობა „კლიმატის ცვლილებასთან საკმარისად ადაპტირებული არ არის“.

ცნობისთვის, სიცხემ საფრანგეთში ელექტროენერგიის მიწოდების პირველი მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. სამშაბათს საღამოს, ფინისტერის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ტრანსფორმატორის პრობლემის გამო, დაახლოებით 68 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდება ყველასთვის, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე არ აღდგება.

ძლიერმა სიცხემ მსხვერპლიც გამოიწვია. დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები