მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერმა  წვიმამ და ქარმა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა - დაიტბორა სახლები

ლაგოდეხი

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა, დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორილია ოცდაათამდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ზარალის დათვლა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები