მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი 260.9%-ით გაიზარდა - სად ვყიდით ადგილობრივ ნაწარმს?

ექსპორტი

ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი 260.9%-ით რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. წელს საქართველომ 57 198 ტონა ლითონის მადნების გაყიდვით 147 მილიონ 866 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ამგვარად იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ძვირფასი ლითონის მადნებმა და კონცენტრატებმა 3.5%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ძვირფასი ლითონის მადნების მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 82.6% მოდის. 8 თვეში ამ დასახელების საქონელი სულ 3 ქვეყანაში გაიყიდა:

  1. ჩინეთი - $122.1 მლნ, 46 585 ტონა;
  2. ბულგარეთი - $25,1 მლნ, 10 606 ტონა;
  3. შვეიცარია - $594 ათასი, 6 ტონა;

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ძვირფასი ლითონის მადნების იმპორტიც განხორციელდა, თუმცა მცირე მოცულობებით. 8 თვეში ქვეყანაში სომხეთიდან 10 მილიონ 329 ათასი დოლარის ღირებულების 1 985 ტონა საქონელი შემოვიდა, ხოლო მაროკოდან 214 ათასი დოლარის 85 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები