მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eBay ციფრულ სარეკლამო ბიზნესს ყიდის

5f16d69003fee
ნათია თაქთაქიშვილი
21.07.20 22:15
1162
ამერიკული ონლიან გაყიდვების კომპანია eBay-ი საკუთარ ციფრულ სარეკლამო ბიზნესს ნორვეგიულ Adevinta-ს 9.2 მილიარდ დოლარად მიჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. 

გარიგების შედეგად, eBay მიიღებს 2.5 მილიარდ აშშ დოლარს ნაღდი ფულის სახით და Adevinta-ს 540 მილიონ აქციას. აღნიშნული ტრანზაქციით, eBay-ი Adevinta-ს ყველაზე დიდი მოწილე გახდება, სადაც კომპანიას 44%-იანი წილი და 33.3%-იანი ხმის უფება ექნება.

„გარიგების საფუძველზე Adevinta გახდება ყველაზე დივერსიფიცირებული ციფრული სარეკლამო პლატფორმა“, – განაცხადა Adevinta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა როლვ ერიკ რიშდალმა.

Adevinta-ს მფლობელობაში უკვე არის ისეთი ცნობილი ციფრული სარეკლამო პლატფორმები, როგორიც არის Leboncoin და OLX, ასევე, კომპანია ფლობს ათობით სარეკლამო პლტფორმას ევროპის, ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის მასშტაბით.

როგორც Reuters-ი წერს, eBay-მ აღნიშნული ციფრული სარეკლამო ბიზნესიდან 2020 წლის პირველ კვარტალში 248 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები