მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eBay მარეგულირებლებს გასაყიდი პროდუქტების სიიდან ამოღების უფლებას აძლევს

609a6c9360bc8
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.21 00:30
651
ონლაინ გაყიდვების საიტი eBay მარეგულირებელ ორგანოებს იმ გასაყიდი პროდუქტების სიიდან ამოღების უფლებას აძლევს, რომელიც შეიძლება პოტენციურად საფრთხის მომატანი იყოს მომხმარებლისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ონლაინ გაყიდვების საიტები, მათ შორის eBay, ხშირად დგანან მსგავსი პრობლემების წინაშე, რადგან საიტზე გასაყიდი პროდუქტის ატვირთვა ნებისმიერ პირს შეუძლია.

როგორც eBay-ი აცხადებს, მარეგულირებლის ჩართვის საფუძველზე ონლაინ გაყიდვების პლატფორმა შედარებით მარტივად მოახერხებს გასაყიდი ნივთების კონტროლს, მაგრამ მხოლოდ შერჩეულ, სანდო მარეგულირებელ ორგანოებს ექნებათ წვდომა ახალ ინსტრუმენტებზე და მხოლოდ ისინი შეძლებენ გასაყიდი პროდუქტის საიტიდან მოხსნას.

BBC-ი წერს, რომ საწყის ეტაპზე 50-ზე მეტი მარეგულირებელი ორგანო ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში.

როგორც მიურეი ლამბელი, eBay-ის დიდი ბრიტანეთის მენეჯერი აცხადებს, პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა ონლაინ მაღაზიებზე მოხოვნა და სწორედ ამიტომ მეტი ყურადღება უნდა იქნას გამოჩენილი მომხმარებლების უსაფრთხოების კუთხით.

„ონლაინ გაყიდვების პლატფორმები უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ თავიანთ პასუხისმგებლობას მომხმარებლის უსაფრთხოების თვალსაზრისით, შესაბამისად აუცილებელია ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები