ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.
„EBRD-მა მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი. მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება ის გარდაუვალი შედეგია, რომელიც ბელარუსის დახმარებით რუსეთის ფედერაციის ქმედებებმა გამოიწვიეს“, - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და ომით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად ის უკვე შეთანხმდა €2-მილიარდიანი დახმარების პაკეტზე.




























