მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის არჩევნებში ლუკაშენკო ხმების 87,6%-ით ლიდერობს

ლუკაშენკო

ბელარუსში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო. იქამდე კი, სანამ საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87,6% მოიპოვა.

ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი. ეგზიტპოლის თანახმად, ანნა კანაპაცკაიამ მიიღო 1,6%, ოლეგ გაიდუკევიჩმა – 1,8%, ალექსანდრ ხიჟნიაკიამ 1,2% და სერგეი სირანკოვმა 2,7%.

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს და მას „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ მოიხსენიებენ.

„ფრანს-პრესი“ დილასვე წერდა, რომ მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან ხელისუფლებაშია, გამარჯვებულად გამოცხადებდა და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას მეშვიდე ვადით დაიკავებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის სიყალბე და რომ ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები