მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკლესიები არ დაიხურება – ირაკლი ჩიქოვანის განცხადება

5e974103e040a
თამთა ჯიჯავაძე
15.04.20 21:13
1144
ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით, – ამის შესახებ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი სოციალური დისტანცია. ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ასევე ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნებიან პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდატის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანცირების განუხრელ დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.