მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის აღდგენის ტემპით ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ - მინისტრი

6153282f49929
ინგა მურუსიძე
28.09.21 18:33
1251
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპით ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

„საქართველოში ეკონომიკის აღდგენა ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ამ ტემპის მიხედვით ჩვენ ბევრ ევროპულ და რეგიონში არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს სულ მცირე 12%-იანი, 12%-ით მეტი წინა წელზე, მაგრამ 2019 წელთან შედარებითაც გვაქვს სულ მცირე 7%-იანი ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არსად წასულა და ჯერ კიდევ გრძელდება, აჭარაში ტურისტული სეზონი მეტ-ნაკლები წარმატებით ჩავატარეთ, უკვე მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ, თუ შევხედავთ ჩვენი აეროპორტების დატვირთულობას, ჩვენ მოვახერხეთ მისი რეკონსტრუქციაც და ასევე 2019 წლის აგვისტოს გაუტოლდა ფრენების რაოდენობით მაჩვენებლები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები