მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი "სუპერ პუმას" ვერტმფრენის გაყიდვაზე განცხადებას აკეთებს

630cad23a4dff
BM.GE
29.08.22 16:07
1100
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა 3 ახალ ვერტმფრენს შეიძენს, რასაც 10 წლის წინ შეძენილი ვერტმფრენის რეალიზაციით დააფინანსებენ. ღარიბაშვილის თქმით, "სუპერ პუმას" ვერტმფრენი არ შეესაბამება სამაშველო სპეციფიკაციას და ის ფუფუნების საგნებით არის აღჭურვილი, ამიტომაც მისი აყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ეკონომიკის მინისტრი კითხვაზე თუკი სახელმწიფო ვერ იყენებდა "სუპერ პუმას" ვერტმფრენს, მაშინ წლების წინ რატომ არ მოხდა მისი გაყიდვა, პასუხობს, რომ ის ამ პროცესში ჩართული არ იყო. ამასთან, დავითაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფო უწყებები საგანგებო სიტუაციებისთვის უკეთ არიან მომზადებული.

"ვერტმფრენების თაობაზე რატომ არ შედგა გარიგება ვერ გეტყვით, არ ვიყავი მონაწილე ამ პროცესის. შესაბამისად, არ მაქვს ინფორმაცია. გეგმაა რომ ჩანაცვლდეს არა ფუფუნების საგნით, არამედ ისეთი ტიპის საფრენი საშუალებებით, რომელიც გამოყენებული იქნება სამაშველო ოპერაციებში, საგანგებო სიტუაციებში, ან სხვა პრაქტიკული მიზნით.

სპეკულაციები იყო არაერთი თუ რა სად არის სახელმწიფო, ვართ თუ არა მომზადებული. მე მახსოვს 2017 წლის ხანძრის პროცესშიც ვიყავი ჩართული და მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდშიც ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა ამ მიმართულებით. ეკიპირების, წვრთნის და მომზადების მიმართულებით. იმ ხანძარმა ბევრი რამ შეცვალა სამაშველო სამსახურებში. მე როგორც მთავრობის წევრმა რომელმაც მივიღე მონაწილეობა, გეტყვით რომ ცა და დედამიწასავით განსხვავდება, როგორც მომზადების, ასევე ეკიპირების კუთხით. მათ შორის ვერტმფრენების მომზადების კუთხით. ვერტმფრენების პარკი გარემონტდა, რათა მათ შეძლომ იმ ამოცანების შესრულება რაც დღეს მათ წინაშე დგას. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, თადარიგს ვიჭერთ, რომ ვიყოთ მზად,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უცნობია რამდენი მილიონი დაჯდება ახალი ვერტმფრენების შეძენა, ასევე უცნობია რატომ იქნა ვერტმფრენის გაყიდვის გადაწყვეტილება მიღებული ახლა, მაშინ როდესაც წინა წლებშიც საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ "სუპერ პუმას" ვერტმფრენის სპეციფიკაცია არ შეესაბამებოდა სამაშველო მოთხოვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები