"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარია ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შევინარჩუნოთ.
როგორც მან "იმედის" ეთერში აღნიშნა, ეკონომიკის განვითარებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ამ მიზნით ეკონომიკის მინისტრთან განიხილება არაერთი ინიციატივა.
"ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები, ჩვენს მთავრობაში მთლიანად ეკონომიკური გუნდი არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
მან აღნიშნა, რომ "ემაარ ჯგუფის" ინვესტიცია ეკონომიკის ზრდას დამატებით წაახალისებს.




























