მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო ნუ არის მონსტრი - მუნიციპალიტეტებს გადაეცით ქონება - ანა წითლიძე

ანა წითლიძე

"ეკონომიკის სამინისტრო ნუ არის მონსტრი - მუნიციპალიტეტებს გადაეცით ქონება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის წევრებს განუცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებს საკუთარი ქონების განკარგვის უფლება უნდა მიეცეთ.

„თქვენ იყავით ერთ-ერთი ავტორი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, შემდეგ პირველი ეტაპი 2017 წელს გააჩერეთ. მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, არჩეული მერები. შემდეგ გააჩერეთ, რადგან პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა არ გინდათ და საბოლოოდ მივიღეთ, რომ რეგიონები და მუნიციპალიტეტები მთლიანად დამოკიდებულები არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რაც იმას ნიშნავს რომ მუნიციპალიტეტებში და რეგიონში სამუშაო ადგილები ვერასოდეს შეიქმნება; ვერ მოვა ვერც ინვესტიციები და მხოლოდ ბუტაფორიად გეყოლებათ ეს ვითომ პირდაპირი წესით არჩეული მერები.

პოლიტიკური, ფისკალური და ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია - მიეცით მუნიციპალიტეტებს საკუთარი ქონება და ეკონომიკის სამინისტრო ნუ არის მუდმივად მონსტრი. ადგილობრივ თითმართველობებს მუდმივად არ უნდა უხდებოდეთ ეკონომიკის სამინისტროსგან თანხმობის მიღება იმაზე, თავიანთ ტერიტორიაზე რაღაცას გაყიდიან თუ არა.

წინა ხელისუფლების დროსაც იყო პრობლემა დეცენტრალიზაციის კუთხით, იყო წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ თქვენი საარჩევნო დაპირება და წინა ხელისუფლების კრიტიკა ამ მიმართულებით იყო, რომ მოხვიდოდით და ამას იზამდით. არ ვიცი რამდენად მოასწრებთ და რამდენად გექნებათ ამის პოლიტიკური ნება, რადგან კარგად გესმით რომ დეცენტრალიზაციის აუცილებლობა გამოიწვევს მათ შორის თქვენი პარტიული ძალაუფლების დაკარგვას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები