მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის შარშანდელი ჩავარდნა სრულად განულდება და პოზიტიურ ტრაექტორიას დაუბრუნდება - თურნავა

615580b206570
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 13:25
736
„ეკონომიკის შარშანდელი ჩავარდნა სრულად განულდება და პოზიტიურ ტრაექტორიას დაუბრუნდება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 2021 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს როგორც - 2020, ასევე 2019 წელთან ადარებს.

„ეკონომიკური ზრდის შედარებას ვახდენ არამხოლოდ 2020 წელთან, რომელიც მართლა ნეგატიური და მძიმე იყო, არამედ პანდემიამდელ ძალიან წარმატებულ წელთანაც. მაგალითად, 7 თვის ზრდა რაც იყო 12.2%, ეს 7%-ით მეტია ვიდრე 2019 წლის ზრდა. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შარაშანდელი ჩავარდნა, არამხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ ძალიან მაღალ პოზიტიურ ტრაექტორიას დაუბრუნდება“, - განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს საქართველოში განსაკუთრებულად მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მიმდინარე წლის აგვისტოში ზრდა 10.3% იყო, ხოლო 8 თვეში ჯამურად - 12%.

რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კალკულაციით გამოდის, რომ 2021 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს მშპ-ის ზომა 2019 წელთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები