მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ქონების დაზღვევის ლიმიტებიც უნდა გაიზარდოს - "ბბ დაზღვევის" გენდირექტორი

კოტე სულამანიძე

"ბბ დაზღვევის" და "ბბ ლიზინგის" გენერალური დირექტორის, კოტე სულამანიძის განცხადებით, ქონების სავალდებულო დაზღვევის ლიმიტი უნდა გაიზარდოს. კერძოდ, როგორც ის ამბობს, ბაზრობების შემთხვევაში ქონების სავალდებულო დაზღვევის მაქსიმალური ლიმიტი 15 000 ლარია, რაც სულამანიძის თქმით, 50 000 ლარამდე მაინც უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ სულამანიძემ bm.ge-ის მიერ ბაზრობების დაზღვევის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“საბედნიეროდ, 2018 წელს ჩვენ მივიღეთ სავალდებულო ქონების დაზღვევა ბაზრობებისთვისაც, მას შემდეგ ბევრჯერ იყო ხანძრის შემთხვევა, თუმცა ვითარებამ მშვიდად ჩაიარა და მოვაჭრეების მხრიდან არ ყოფილა ღელვა, ვინაიდან ყველაფერი იყო დაზღვეული. ეს მიდგომა კიდევ უფრო გაზრდას საჭიროებს, ვინაიდან დაზღვეულია მინიმალური პაკეტი.

ეკონომიკის ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს დაზღვევის ლიმიტები. რთულია, ეს ნებაყოფლობით გაკეთდეს, მსოფლიოს პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სავალდებულო სახით მიღება არის სწორი გამოსავალი და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ ლიმიტები სავალდებულო სახით გავზარდოთ ქონების დაზღვევაზე. დღეს მინიმალური ზღვარი 15 000 ლარია. ეს 2018 წელს მისაღები იყო და დღეს უკვე 50 000 ლარი მაინც უნდა იყოს”, - განაცხადა სულამანიძემ.

მისივე თქმით, ქონების დაზღვევა არ არის ძვირი. “ეს ლიმიტზეა დამოკიდებული. დაახლოებით 0.3%-ია. პირობითად თუ 100 000-ის ქონებაა, 300 დოლარია წელიწადში სახდელი", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები