მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი - რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ევროპული და აზიური სახელმწიფოები იქნებიან:

იაპონიის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციური მონაცემები უნდა გაასაჯაროოს. სავარაუდოდ, წლიური ინფლაციის დონე ქვეყანაში 3.2%-მდეა შემცირებული.

გარდა ამისა, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ანალიტიკოსების პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი ქვეყანაში ისევ -0.1%-იან ნიშნულზე დარჩება, რაც კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს იენის გაუფასურების პროცესს.

მომავალ კვირას სიახლეები იქნება ჩინეთის მხრიდანაც. სტატისტიკის სამსახურმა წარმოების ინდექსთან დაკავშირებით მონაცემები უნდა გაასაჯაროოს.

რაც შეეხება ევროპის რეგიონს. პარასკევს ცნობილი გახდება ევროკავშირისა და ევროზონის მასშტაბით ინფლაციური მაჩვენებლები. სავარაუდოდ, ინფლაციის დონე ევროზონაში 4.6%-მდე შემცირდა.

კვირის განმავლობაში ასევე ცნობილი გახდება გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ძირითადი ეკონომიკური მონაცემები.

ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ეკონომიკურ ზრდასთან იქნება დაკავშირებული. ხუთშაბათს გავიგებთ, ზუსტად რამდენად გაიზარდა ამერიკის მშპ-ის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში და პირველ ნახევარში.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2023 წლის ივლისი)
  • მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2023 წლის II კვარტალი, წინასწარი)
  • ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2023 წლის II კვარტალი, წინასწარი)
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2023 წლის II კვარტალი, წინასწარი)
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2022 წელი, დაზუსტებული)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2023 წლის აგვისტო)
  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2023 წლის აგვისტო)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები