მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კეთილდღეობა და სტაბილურობა, სწორედ ამას მოველით კანდიდატის სტატუსისგან - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ეკა

“ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი წარმატებაა საქართველოს განვითარების გზაზე” - ამის შესახებ BMG-სთან საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე საუბრობს.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან ერთად სებ-ი ინტენსიური რეფორმების რეჟიმს გააგრძელებს.

“კანდიდატის სტატუსი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი და ამ გზაზე ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ რეფორმებზე, გავაგრძელოთ ის ინტენსიური რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და წარმატებით განახორციელოთ ისინი. ეს უფრო მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობამდე და სტაბილურობამდე მიგვიყვანს - სწორედ ესაა, რასაც მოელის საქართველოს მოსახლეობა, მისი ეკონომიკა სტატუსისგან და შემდგომ უკვე ევროპული ოჯახის წევრობისგან”, - ამბობს ეკა მიქაბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები