მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი გააგრძელებს რეფორმებს მისი დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად - ეკატერინე მიქაბაძე

სებ-ის რეფორმები

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ფინანსური ინსტიტუტისათვის პასუხისმგებლობაა და სებ-ი ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. ამის შესახებ მან BMG-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სტატუსის მიღება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა, მათ შორის იმ 9 დათქმის შესრულების მიმართულებით, რომელიც დაგვიწესდა.

ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, სებ-ი ამ მხრივაც გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს მისი დამოუკიდებლობა და ვიყოთ ერთ-ერთი ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ახლოსაა საუკეთესო საერთშორისო სტანდარტებთან და დაცულია მისი ფუნქციონალის უმაღლესი დონე.

მუშაობა მიმდინარეობს და რაც იქნება საჭირო, ყველა შესაბამის აქტივობას განვახორციელებთ”, - ამბობს ეკატერინე მიქაბაძე.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა, საიდანაც ერთ-ერთი ქვეყნისათვის საკვანძო ინსტიტუტების, მათ შორის ეროვნული ბანკის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები