მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებით იმუშავებს სებ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტი? - ეკატერინე მიქაბაძის პასუხი

სებ

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას მიმდინარე წლის 30 ნოემბრიდან ეკატერინე მიქაბაძე იკავებს. BMG-ის კითხვაზე, რა მოვალეობებს შეასრულებს ახალი ვიცე-პრეზიდენტი და რომელი მიმართულებები დაექვემდებარება მას, თავად ეკატერინე მიქაბაძე პასუხობს:

“ვიმუშავებ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით. მაკროეკონომიკური ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტი იქნება ჩემს საკურატორო სფეროში და გაგრძელდება იმ დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარება საქართველოში, რომლითაც აქამდეც ცნობილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკი და აღიარებული არაერთი საერთაშორისო შეფასების მიერ. გარდა ამისა, მუშაობას ვაგრძელებ კაპიტალის ბაზრის, მისი განვითარებისა და ზედამხედველობის მიმართულებითაც”, - განმარტავს ეკატერინე მიქაბაძე.

კითხვაზე, შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლოს, მიქაბაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომიდან გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ეკატერინე მიქაბაძე სებ-ის საბჭოს წევრად 2021 წელს აირჩიეს, მანამდე იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები