მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა - რაზე იმსჯელეს?

632564045b98b
ინგა მურუსიძე
17.09.22 10:04
902
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"სხდომაზე ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის - 94.6% - აღდგენაა.

საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7000-მა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება. 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები