საქსტატის ინფორმაციით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზრდა. 2022 წლის პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 14.4%-ს გაუტოლდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მარტში ეკონომიკურ ზრდას როგორც მრეწველობის, ასევე ენერგეტიკის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში ეკონომიკური ქსტივობის მატებამ შეუწყო.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პრიექტები ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც სამუშაო ადგილების შექმნაში და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში აისახება.
“2022 წლის პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 14.4 პროცენტს გაუტოლდა. მარტში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო როგორც მრეწველობის, ასევე ენერგეტიკის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის მატებამ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმოების გაფართოება, ექსპორტის ზრდა და ტურიზმის აღდგენა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ძირითად ფაქტორებს,“ - ამბობს ცინცაძე.




























