მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ-სალვადორი ბიტკოინის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

სალვადორი

ელ-სალვადორის მთავრობა ბიტკოინის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოაქტივის ფასიან ქაღალდს გამოუშვებს. მარეგულირებლის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დასტური უკვე გაცემულია.

კანონმდებლების შეფასებით, ობლიგაციების გამოშვების წყალობით ელ-სალვადორის მთავრობა ინვესტორებისგან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მიღებას შეძლებს, აქედან 500 მილიონი დოლარის დახარჯვა "ბიტკოინის ქალაქის" მშენებლობაზე იგეგმება, დარჩენილი თანხა კი ციფრული რეზერვების გაზრდაზე და დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შეძენაზე უნდა დაიხარჯოს.

ობლიგაციის შეძენის სანაცვლოდ ინვესტორები ბიტკოინის კასტოდიურ სერვისს და პერიოდულ პროცენტულ სარგებელს მიიღებენ, პერიოდის დასრულების ბოლოს კი მათ ძირი თანხა უნდა დაუბრუნდეთ.

ელ-სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად და საგადახდო საშუალებად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები